სმაილის მარნეულის ფილიალი ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, დღეიდან, ერთი კვირის განმავლობაში მარნეულის მოსახლეობას საშუალება ექნება, მაღაზიაში არსებული ყველა პროდუქტი შეიძინოს საბითუმო ფასში
მარნეულში (რუსთაველის ქ #65ა.) გაიხსნა ახალი ნათების რიგით 11 მაღაზია. რეგიონალური მასშტაბით ეს არის კომპანიის მეხუთე მაღაზია.ბოლო
პერიოდში ახალი ნათების მაღაზიებს ძალიან ხშირად სტუმრობდნენ მეზობელი
ქვეყნებიდან სასომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ამიტომ გადაწყდა,
რომ მარნეულში მაღაზიის გახსნა წარმატებული იქნებოდა ამ ქვეყნების
მოქალაქეების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
ახალი ნათების მარნეულის მაღაზია მოიცავს 200კვმ ფართობს და იქ
წარმოდგენილია ახალი ნათების ქსელში არსებული ყველა სახის პროდუქცია,
როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის, ლანდშაფტის, ურბანული და ინდუსტრიული
განათებები. გარდა ამისა მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება 2012 წლის ჭაღების
კოლექცია რომელიც სპეციალურად იქნა შეკვეთილი ახალი მაღაზიის
დასამშვენებლად.
ახალ მაღაზიაში დასაქმდა მხოლოდ ადგილობრივი კადრები.
ბრენდი ახალი ნათება მარნეულში 20%-იანი ფასდაკლებით შევიდა, რომელიც გაგრძელდება 15 მაისის
... კითხვის გაგრძელება »
მარნეულში გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმო გახსნეს. საწარმო და ნაგავსაყრელი ერთ ჰექტარ მიწის ფართობზეა განთავსებული, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ორგანულ სასუქს, ე.წ. კომპოსტს დაამზადებენ. სასუქს ფერმერები ნიადაგის გასაფხვიერებლად გამოიყენებენ და ის სხვა სასუქზე უფრო ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება. „მქონდა
საშუალება, რომ მსგავსი მეთოდი მენახა უცხოეთში და ვფიქრობდი, როდის
დადგებოდა დრო, რომ ჩვენთანაც ხდებოდეს ორგანული ნარჩების გადამუშავება,
გამოიყენებოდეს სასუქად - კომპოსტად. მოხარული ვარ, რომ ძალიან მალე
ერთ-ერთი ასეთი საწარმოს გახსნაზე ვართ. ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ
ქვეყანა ხდება უფრო ცივილიზებული და გარემოსდაცვითი. ეკოლოგიურად სუფთა
სასუქით ნიადაგის გამდიდრება მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო,
მაშინ როდესაც სხვა მინერალ
... კითხვის გაგრძელება »
მარნეულში მაკარონის ქარხანა გაიხსნა. ქართული კომპანია თურქული და უკრაინული წარმოების მაკარონის პროდუქციის ჩანაცვლებას გეგმავს. კომპანია ,,პასტა პროდაქშენის" პირველი პროდუქცია უკვე გამოშვებულია და მსხვილი პარტიების სახით იყიდება.
ქართულ მაკარონს აქვს შესაძლებლობა ბაზარზე არსებულ თურქულ და უკრაინულ პროდუქციას სერიოზული კონკურენცია გაუწიოს და მათი ჩანაცვლება მოახდინოს. საწარმოში ევროპული ტექნოლოგიებია დამონტაჟებული და ამჟამად დაფასოებული სახით რამდენიმე სახეობის პროდუქციის გამოშვებაზე მუშაობენ.
საწარმოში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა არ ხმაურდება.
"INGB" მოხარულია მოიწვიოს დაინტერესებული მხარეები და სამეწარმეო პოტენციალის მქონე პირები ბიზნეს გეგმების კონკურსში. კონკურსი საშუალებას მოგცემთ, რომ გაგვიზიაროთ თქვენი ბიზნეს იდეა და მიიღოთ დაფინანსება იდეის განსახორციელებლად.
ბიზნეს იდეა უნდა იყოს შემდეგი სახის:
** კარგად სტრუქტურიზებული, სწორად განსაზღვრული და კონცენტრირებული კონკრეტულ საქმიანობაზე. ** უნდა არსებობდეს ხილული ბიზნეს მოდელი ანუ გზა რომელიც იდეას ფულის მიღების წყაროდ აქცევს. ** იდეის წარმომდგენს ან/და საინიციატივო ჯგუფს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ბიზნესის სფერო, რომელსაც უკავშირდება იდეა და სასურველია რომ ჰქონდეს ამ სფეროსთან მუშაობის გამოცდილება.
იდეის წარმომდგენი უნდა იყოს:
** ნებისმიერი ასაკის, ეროვნებისა და აღმსარებლობის ** პასუხისმგებლიანი ** წარმოდგენილი იდეის შესა
... კითხვის გაგრძელება »
2010 წლის 29 ივლისს, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობამ მარნეულში ე.წ. "ჩაის სახლის" შენობა (505 კვ.მ.-ის ფართი) შეიძინა. შენობაში საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა აზერბაიჯანელებისთვის გაიხსნება ცენტრი, სადაც იმოქმედებს ჭადრაკის წრე, აზერბაიჯანული და ქართული ენების შემსწავლელი კურსები და სხვ. გარდა ამისა აღნიშნული შენობის რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს აზერბაიჯანელი ხალხის "ჩაის სმის" ტრადიციის აღორძინებას. აღმოსავლეთის ხალხს ასეთი თქმულება აქვს - "ჩაიხანა თუ გესიზმრა - დიდი სიხარული გეწვევა". ჩაიხანა ურთიერთობას გავს - ჩამოჯექი, დაისვენე, ისაუბრე. ასეთი ანდაზაც არის - "ჩაი რამდენიც არ უნდა დალიო, თავს არ დაგაკარგინებს". ჩაი მხოლოდ ნათელი აზრების გაჩენას უწყობს ხელს. ჩაიხანაში არ კამათობენ, იქ ჭეშმარიტებას ეძიებენ, რადგან ჩაი "მეგობრული სასმელია". ნებისმიერ აზერბაიჯანულ ოჯახში სტუმარს პირველ რიგში ჩაის შეთავაზებენ. სუფრა იწყება და მთავრდება ჩაით. ეს რიტუალი მხარეებს საშუ
... კითხვის გაგრძელება »