მარნეულის ბიზნეს ცენტრი
ხუთშაბათი, 09.05.2024, 01:03
მოგესალმები სტუმარი | RSS
 
მთავარი რეგისტრაციაშესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 61
მთავარი » 2011 » მაისი » 10 » კარტრიჯი HP CB436A ( 36А ) დატუმბვის წესი
23:38
კარტრიჯი HP CB436A ( 36А ) დატუმბვის წესი
ტერმინთა განმარტება:
ტონერი – ფხვნილისმიერი მასა რომლითაც იმუხტება კარტრიჯი(კარტრიჯის მელანი)
ბარაბანი – ფოტომგრძნობიარე ლილვი, რომლიდანაც ხდება ნაწერის გადატანა ქაღალდზე
ბუნკერი – კარტრიჯის ხმარებისას ბარაბანი იწმინდება ნარჩენი ტონერისგან, ხოლო ეს ნარჩენი ტონერი იყრება ბუნკერში
რაკელი – ბარაბნის ტონერის ნარჩენისგან გამწმენდი, რომელიც ფარავს ბუნკერს და ბუნკერზეა დამაგრებული
მაგნიტური ლილვი – გრძელი მაგნიტია, რომელიც უშუალოდ ტონერის საცავზეა(ტონერის საცავი არ აგერიოთ ბუნკერში,   ორივეგან ერთნაირი მასაა მოთავსებული....ტონერი და ტონერის ნარჩენი) მოთავსებული . ის იკრავს ტუნერს და შემდეგ გადასცემს ფოტობარაბანს
კარატრონი – რეზინის ლილვია, რომელიც უშუალო კონტაქტშია ბოტობარაბანთან
ტონერის დოზატორი – ტონერის საცავში ორი ხრახნით ჩამაგრებული ალუმინი



ვხსნით ისრით ნაჩვენებ ხრახნს რის შემდეგაც ხრახნით დაჭერილი პლასტმასი მთლიანად ძვრება(ყველაფერი რასაც არ უნდა აკეთებდეთ გააკეთედ ისე, რომ ძალა არ დაატანოთ, თუ ძალის დატანება აუცილებელი ხდება ესეიგი რაღაცას არასწორად აკეთებთ) პლასტმასის უკანა მხარეს ზამბარაა, რომელიც ამოძრავებს ბარაბნის დამცავ პლასტმასს, დაიმახსოვრეთ როგორ აყენია ეს ზამბარა, რომ შემდგომ აწყობისას უკან დაყენება არ გაგიჭირდეთ....

ამის შემდეგ კარტრიჯი ორ ნაწილად იშლება, ისე როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები, ოღონდ აქ სულ მცირედი დაწოლაა იქნება საჭირო კარტრიჯზე გრძივად ორივე ნაწილის ურთიერთსაპირისპიროდ. ამის შემდეგ ვმუშაობთ იმ ნახევარზე, რომელშიც ნარჩენების ბუნკერია.

პირველ რიგში ვხსნით ფოტობარაბანს, რბილი ნაჭრით ან სალფეთქით ვწმინდავთ და ბნელ ადგილას ან შავ ცელოფანში ვათავსებთ დროებით.
ბარაბანის მოხნის შემდეგ ვხსნით მის ქვევით მოთავსებულ კარატრონს(რეზინის ლილვი), ზემოთ ბუდიდან ამოწევით პიცნცეტით(ხელით კონტაქტი სასურველი არ არის).
კარატრონის მოხნის შემდეგ გამოჩნდება ბუნკერი, რომელიც დაფარულია რაკელით. რაკელი დამაგრებულია ორი ხრახნით, ვხსნით ორივე ხრახნს და ფრთხილად ვიღებთ ისე, რომ არ გადმოგვეყაროს ტონერის ნარჩენი და არ დავისვაროთ, ასევე ვიფრთხილოთ, რომ რაკელის გამწმენდი გამჭვირვალე რეზინი არ დავაზიანოთ.
ბუნკერში არსებულ ტონერის ნარჩენს ვყრით ნაგავში, თუ მტვერსასრუტი გაქვთ შეგიძლიათ მტვერსასრუტითაც გაწმინდოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც რომ შეიძლება ტონერმა მტვერსასრუტი გაგიფუჭოთ :), ამიტომ ჯობია ფუნჯით გავწმინდოთ
ამის შემდეგ გაწმენდილ რაკელს, კარატრონს და ბარაბანს ვაყენებთ თავთავის ადგილებზე, რაკელის დაყენებისას ხრახნებს ძალიან ნუ დაუჭერთ ბოლომდე, გაწმენდილ ბარაბანსაც თავის ადგილზე ვაყენებთ




მუშაობა კარტრიჯის მეორე ნახევარზე  HP CB436A.

კარტრიჯის მეორე ნახევარზე ვხსნით ხრახნს იმ მხარეს, რომელზედაც მხოლოდ ერთი ხრახნია

xvdfsvdf

ვხსნით ტონერის დოზატორს, რომელიც დამაგრებულია უშუალოდ ტონერის საცავში ორი ხრახნით

gf

 

 ყველა დეტალს აკურატულად ვალაგებთ ერთ ადგილზე.

34

 

ვხსნით დოზატორს.

sadf

 

და ვასუფთავებთ

er

რაც უფრო კარგად ვასუფთავებთ შედეგი მით უფრო უკეთესია.

re

 

ამის შემდეგ ვყრით საცავში ტონერს, ამ მოდელის ზოგიერთ კარტრიჯს ცალკე ჩასაყრელი ხვრელი გვერდიდან არ აქვთ, ამიტომ ტონერს ვყრით უშუალოდ იმ ადგილიდან, რომელ ადგილსაც  მაგნიტური ლილვი ფარავს)

ტონერის ჩაყრის წინ ტონერს კარგად ვანჯღრევთ


fgjhfgj

თანაბრად ვანაწილებთ ტონერს 

და ყველაფერს თავის ადგილზე ვაყენებთ, დოზატორს, მაგნიტურ ვალს და გვერდითა პლასტმასს ხრახნით ვამაგრებთ, ოღონდ პლასტმასის დაყენებისას არ დაგავიწყდეთ პირველ რიგში მაგნიტური ლილვზე ორივე მხარეს პლასტმასის რგოლების წამოცმა, ხოლო პლასტმასის დაყენებისას მაგნიტურ ლილვში არსებული მაგნიტური ღერძის ბოლო უნდა მოარგოთ პლასტმასის ბუდეს. თუ ვერ ჩასვით შეგიძლიათ პინცეტით მაგნიტური ღერძი დაატრიალოთ.

პლასტმასის დამაგრების შემდეგ დავატრიალოთ მაგნიტური ლილვი და თუ მაგნიტურ ლილვზე ტონერი თანაბრად განაწილდა და დაფარა მთლიანი ზედაპირი, ესეგი ყველაფერი სწორედ გააკეთეთ

ამის შემდეგ ვაერთებთ კარტრიჯის ორივე ნახევარს ერთმანეთთან(ჩასმისას ოდნავი დაწოლა დაგჭირდებათ ერთმანეთის მიმართულებით და ერთმანეთის საპირისპიროდ ღერძის გასწვრივ) და სულ ბოლოს ვამაგრებთ პლასტმასს გვერდიდან, რომელიც კრავს კარტრიჯის ორ ნახევარს ერთ მთლიანად,

 

ty

 


 ოღონდ ამ პლასტმასზე ზამბარა სასურველია წინასწარ დავამაგროთ ხოლო პლასტმასის დაყენების შემდეგ ზამბარას ვანთავისუფლებთ .


gfjghjyt
ვისთვისაც არასაკმარისია ეს ინსტრუქცია შეგიძლიათ უყუროთ ვიდეო მასალას



 






კატეგორია: შექმენი საკუთარი ხელით | ნანახია: 1972 | დაამატა: zura22222 | ტეგები: საკუთარი ხელით, კარტრიჯი 36ა, კარტრიჯის დატუმბვა, დამუხტვა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
დაგვიკავშირდით
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz