მარნეულის ბიზნეს ცენტრი
პარასკევი, 03.05.2024, 09:21
მოგესალმები სტუმარი | RSS
 
მთავარი რეგისტრაციაშესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 61
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 15 » მარნეულში მაკარონს აწარმოებენ
15:30
მარნეულში მაკარონს აწარმოებენ
    მარნეულში მაკარონის ქარხანა გაიხსნა. ქართული კომპანია თურქული და უკრაინული წარმოების მაკარონის პროდუქციის ჩანაცვლებას გეგმავს.  კომპანია ,,პასტა პროდაქშენის" პირველი პროდუქცია უკვე გამოშვებულია და მსხვილი პარტიების სახით იყიდება.
    ქართულ მაკარონს აქვს შესაძლებლობა ბაზარზე არსებულ თურქულ და უკრაინულ პროდუქციას სერიოზული კონკურენცია გაუწიოს და მათი ჩანაცვლება მოახდინოს. საწარმოში ევროპული ტექნოლოგიებია დამონტაჟებული და ამჟამად დაფასოებული სახით რამდენიმე სახეობის პროდუქციის გამოშვებაზე მუშაობენ.
    საწარმოში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა არ ხმაურდება. 
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | ნანახია: 1165 | დაამატა: zura22222 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
1 mixeil gulitashvili  
0
მოგესალმებით პატივცემულნო

განაცხადი თანამშრომლობის სურვილის შესახებ

მოგესალმებით პატივცემულო, მე გახლავართ მიხეილ ნოდარის ძე გულიტაშვილი. ვარ 29 წლის ვცხოვრობ საჩხერეში. ოცდასამი წლის ასაკში დავიწყე ერთ საინტერესო და ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზულ პროექტზე მუშაობა. Yყოველივე ამას მე 9 წელი მოვანდომე და ახლა, როცა ყველაფერი თითქმის გაანალიზებული მაქვს, მინდა ამ პროექტს ხორცი შევასხა.
მოგეხსენებათ, რომ ყველა პროექტი საჭიროებს თანადგომას, ფინანსურ დახმარებას, რის დეფიციტსაც განვიცდი და ამიტომაც მივმართე ვებ სტუდია არტ მედიას, სადაც მომცეს რჩევა და განხორციელების გზები დამისახეს. მათ მოიწონეს ჩემი იდეა.
საქმე შეეხება ერთ მეტად საინტერესო საქმიანობას ვებ სივრცეში და იგი გათვლილია აზარტული თამაშებისათვის. ასევე ამ პროექტში ჩადებულია ძალიან ბევრი სახის საინტერესო პროგრამა, სხვადასხვა საბანკო გადარიცხვების ოპერაციები. რაც მთავარია ყოველივე ეს გაკეთდება მსოფლიოს მაშტაბით, სადაც ყველას, ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ითამაშოს ჩემს მიერ შექმნილი სხვადასხვა სახის კომპიუტერული თამაშები, (ფსონზედაც) და გამოიყენონ საინტერესო პროგრამები.
ჩემს გონებაში არის იდეათა მრავალფეროვნება, რომელსაც რეალიზება სჭირდება ვინაიდან მე თვითონ არ მაქვს პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესის სფეროში, ამიტომ მოგმართავთ თქვენ და დიდი იმედი მაქვს, რომ თანადგომას გამიწევთ. მე მწამს, რომ ჩემი იდეა სერიოზულ სიტყვას იტყვის იდეათა შორის, თუკი გამოიჩენთ კეთილ ნებას, გაითვალისწინებთ ჩემს ფინანსურ პრობლემებს, ამ პროექტის დაფინანსებით ამით უდიდეს საქმეს მისცემთ დასაბამს თქვენი ამ საქმეში პარტნიორობით....

რატომ იქნება თქვენი საქმიანობა წარმატებული,
ვინაიდან, ჩემი იდეა ერთობ სერიოზულია, (ყოველშემთხვევაში ასე ფიქრობენ კომპეტენტური წარმომადგენლები), ჯერ-ჯერობით მისი აფიშირება არ მიმაჩნია მართებულად. მე შემიძლია ის პირად საუბარში წარვუდგინო დაინტერესებულ პირებს, მაგრამ ვიტყვი იმას რომ თუკი ფაცებოოკ, ოდნოკლასსნიკი, სკყპე_მა მოიცვა მსოფლიო, მათთან შედარებით ჩემი წარმოდგენილი პროგრამა უკეთესი თუარა, არანაკლები იქნება მოხმარების მაშტაბით....

2 zura22222  
0
მიხეილ მოგესალმები.. თუ შეგიძლია აქ საკუთარი ტელეფონი დააფიქსირე და ან დამიკავშირდი ნომერზე 599304035. განვიხილოთ შენი იდეა

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
დაგვიკავშირდით
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz