მარნეულის ბიზნეს ცენტრი
პარასკევი, 03.05.2024, 06:51
მოგესალმები სტუმარი | RSS
 
მთავარი რეგისტრაციაშესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 61
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 31 » მარნეულში ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმო გაიხსნა
10:09
მარნეულში ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმო გაიხსნა

მარნეულში გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმო გახსნეს.
საწარმო და ნაგავსაყრელი ერთ ჰექტარ მიწის ფართობზეა განთავსებული, სადაც აყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ორგანულ სასუქს, ე.წ. კომპოსტს დაამზადებენ. სასუქს ფერმერები ნიადაგის გასაფხვიერებლად გამოიყენებენ და ის სხვა სასუქზე უფრო ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება.
„მქონდა საშუალება, რომ მსგავსი მეთოდი მენახა უცხოეთში და ვფიქრობდი, როდის დადგებოდა დრო, რომ ჩვენთანაც ხდებოდეს ორგანული ნარჩების გადამუშავება, გამოიყენებოდეს სასუქად - კომპოსტად. მოხარული ვარ, რომ ძალიან მალე ერთ-ერთი ასეთი საწარმოს გახსნაზე ვართ. ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ქვეყანა ხდება უფრო ცივილიზებული და გარემოსდაცვითი. ეკოლოგიურად სუფთა სასუქით ნიადაგის გამდიდრება მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო, მაშინ როდესაც სხვა მინერალური სასუქების გამოყენება ყოველწლიურად აუცილებელია," - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
ახალი საწარმო გერმანიის ქალაქ ვიცენჰაუზენში არსებული საწარმოს ანალოგია. მისი მუშაობის ტექნოლოგიას ქართველი სპეციალისტები გერმანიაში ყოფნისას გაეცნენ.
„ორგანული ნარჩენი აბინძურებდა ჩვენს ბუნებას და მიწისქვეშა წყლებს. დღეიდან მას გამოვიყენებთ, რომ მივიღოთ ბიო-სასუქი, რომელიც დაეხმარება ჩვენს ფერმერებს, მიიღონ ბიოლოგიურად სუფთა მოსავალი," - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.
საწარმოს მშენებლობა გასული წლის თებერვალში დაიწყო. ქართულ მხარეს სპეციალისტების გადამზადებაში გერმანელი ექსპერტები დაეხმარნენ.

ქარხანა აშენდა ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში -„ნარჩენების მართვა ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) აღმოსავლეთ ქვეყნებში".


My Great Web page
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | ნანახია: 1023 | დაამატა: zura22222 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
დაგვიკავშირდით
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz