მარნეულის ბიზნეს ცენტრი
პარასკევი, 03.05.2024, 15:36
მოგესალმები სტუმარი | RSS
 
მთავარი რეგისტრაციაშესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 61
მთავარი » 2011 » ივნისი » 30 » მოწვევა ბიზნეს გეგმის კონკურსში
21:16
მოწვევა ბიზნეს გეგმის კონკურსში
"INGB" მოხარულია მოიწვიოს დაინტერესებული მხარეები და სამეწარმეო პოტენციალის მქონე პირები ბიზნეს გეგმების კონკურსში. კონკურსი საშუალებას მოგცემთ, რომ გაგვიზიაროთ თქვენი ბიზნეს იდეა და მიიღოთ დაფინანსება იდეის განსახორციელებლად.

ბიზნეს იდეა უნდა იყოს შემდეგი სახის: 

** კარგად სტრუქტურიზებული, სწორად განსაზღვრული და კონცენტრირებული კონკრეტულ საქმიანობაზე.
** უნდა არსებობდეს ხილული ბიზნეს მოდელი ანუ გზა რომელიც იდეას ფულის მიღების წყაროდ აქცევს.
** იდეის წარმომდგენს ან/და საინიციატივო ჯგუფს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ბიზნესის სფერო, რომელსაც უკავშირდება იდეა და სასურველია რომ ჰქონდეს ამ სფეროსთან მუშაობის გამოცდილება. 

იდეის წარმომდგენი უნდა იყოს:

** ნებისმიერი ასაკის, ეროვნებისა და აღმსარებლობის
** პასუხისმგებლიანი
** წარმოდგენილი იდეის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე
** ძლიერი გაყიდვების უნარის მქონე
** შეპირებულის შემსრულებელი
** თვითმოტივატორი და გუნდის მოტივატორი
** სამეწარმეო უნარის მქონე
** არ უნდა კმაყოფილდებოდეს მიღწეულით
** სტრესგამძლე
** კარგი აღრიცხვის და დოკუმენტებთან მუშაობის უნარის მქონე
** უნდა შეეძლოს საკუთარ საქმეზე და დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება
** შესასრულებელი ამოცანების და მიზნების პრიორიტეტიზაციის და მართვის უნარი.

როგორი უნდა იყოს ბიზნეს გეგმა: 

** უნდა იყოს ინგლისურად ან ქართულად.
** პროექტის (იდეის) მოკლე აღწერა (არაუმეტეს 1 გვერდისა). 
** იდეის სრული აღწერა სადაც ხაზგასმული იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორები და გარემოებები, რამაც შეიძლება ეს იდეა წარმატებულ ბიზნეს პროექტად აქციოს.
** იდეასთან და ბიზნესთან დაკავშირებული კვლევის შედეგები, სადაც აღწერილი იქნება ის თუ ვინ გამოიკვლიეთ, რამდენი ადამიანი (ან ორგანიზაცია გამოიკითხა), რა კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა გამოსაკითხი ინდივიდუალები და რა შედეგები აჩვენა კვლევამ და რომ თვლით რომ მიღებული შედეგები მეტყველებს პროექტის სასარგებლოდ. 
** ბიზნესის მოდელის აღწერა, სადაც უნდა განისაზღვროს შემოსავლის მიღების კონკრეტული გზები; მოდელი უნდა აღწერდეს იმას, თუ რატომ იქნება კონკრეტული პროდუქტი მომხმარებლისათვის მისაღები და საინტერესო, და რატომ გადაიხდის ის ამ პროდუქტში ფულს.
** მარკეტინგული გეგმა - სადაც განსაზღვრული იქნება ის თუ როგორც მოხდება პროდუქტი ბაზარზე, რა სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს პროდუქტის ბაზარზე მოსახვედრად და ვინ იქნება პროდუქტის (ან მომსახურების) პირველი მომხმარებელი.
** გაყიდვების გეგმა - სადაც განსაზღვრული იქნება ის თუ როგორ გავყიდით მეტს, მეტზე უფრო მეტად და უფრო ეფექტურად.
** კაპიტალური დანახარჯების გეგმა - განსაზღვრეთ იდეის ფარგლებში რა და რა ტიპის კაპიტალური დანახარჯების გაწევა დაგჭირდებათ და თუ იქნება ისეთი ძირითადი საშუალებები რასაც მენეჯმენტ ჯგუფი მოიტანს პროექტის დაფინანსების შემთხვევაში.
** ლოგისტიკური გეგმა - რაც შეიძლება დეტალურად
** ფინანსური გაგმა - რაც შეიძლება დეტალურად 
** პროექტის რისკების და საფრთხეების შეფასება
** ბიზნეს გეგმის ბოლოს დართული უნდა იყოს წარმომდგენის ან საინიციატივი გჯუფის წევრების მოკლე რეზუმეები და თითოეულის 100 სიტყვამდე მემო, სადაც აღწერილი იქნება თუ სად, როგორ, რატომ და რა დატვირთვით ხედავენ თავს ამ პროექტში. 

ფინანსური მოთხოვნები:

წარმოდგენილი ბიზნეს გეგმის მთლიანი ბიუჯეტი არ უნდა იყოს 20 000 ლარზე მეტი ან/და მენეჯმენტ ჯგუფს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული გეგმა, თუ სად შეძლებენ დამატებითი რესურსის მოპოვებას (საბანკო კრედიტი არ ჩაითვლება დაფინანსების ალტერნატიულ წყაროდ). 

პროექტის მფლობელობა დაფინანსების შემთხვევაში:

** ახლად დაარსებული კომპანია იქნება 100%-ით "INGB"-ს საკუთრებაში.
** მმართველი გუნდი ყოველი წარმატებული მენეჯმენტის წლის შემდეგ მიიღებს 10%-ს, ხოლო ყოველი მომდევნო წარმატებული მენეჯმენტის წლისათვის დამატებით 10%-ს (3 წლის განმავლობაში).
** საერთო ჯამში მენეჯმენტისათვის გადაცემული წილის მოცულობა არ აღემატება 30%-ს.
** მენეჯმენტ ჯგუფის დათხოვნის შემთხვევაში ჯგუფი ვერ მიიღებს მიმდინარე წლის წილობრივ მფლობელობას კომპანიაში.
** იმ შემთხვევაში, თუ მენეჯმენტ გუნდი შეძლებს რომ სამი წლის განმავლობაში წარმატებით მართოს კომპანია, ის დამატებით მიიღებს უფლებას, რომ შეიძინოს კომპანიის წილის დამატებითი 15% და გახდეს ჯამში 45%-ის მფლობელი.
** იმ შემთხვევაში, თუ კომპანიაში მოხდა დამატებითი კაპიტალის შედინება მესამე პირების მიერ, მენეჯმენტისათვის უფასოდ გადაცემული წილის ოდენობა აითვლება პირველადი კაპიტალის ოდენობიდან. 

რითი დაგეხმარებათ "INGB":

** ოფისით
** საკონფერენციო ოთახით
** ტექნიკური მოწყობილობებით
** 3 ლეპტოპ კომპიუტერით
** ინტერნეტით (wi-fi)
** ტელეფონით 
** ვებსაიტის ჰოსტინგით და მეილ სერვერით
** ვებსაიტის დასახელებით
** ვებსაიტის განვითარებით
** ბუღალტერია, იურიდიული და ადმინისტრაციული მომსახურებით. 

განაცხადების წარმოდგენის ვადა და სხვა საჭირო ინფორმაცია:

** ბიზნეს გეგმის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 30 ივლისი, 2011 წ.
** ბიზნეს გეგმა მენეჯმენტ გუნდის წევრების რეზუმეებთან ერთად უნდა იყოს "აკრობატის" ან "ვორდის" ფორმატში.
** ფინანსური, გაყიდვების, კვლევის და სხვა მონაცემები უნდა იყოს წარმოდგენილი "ექსელის" ფორმატში.
** მოწოდებული ბიზნეს გეგმის სიდიდე და მოცულობა არაა შეზღუდული, თუმცა უნდა დარწმუნდეთ, რომ საბოლოო ვერსიაში არ გამოგრჩათ მნიშვნელოვანი ფაქტორი და ბიზნესის სფეროსთვის მახასიათებელი სპეციფიკაცია. ამავდროულად მოერიდეთ ბიზნეს გეგმაში ზოგადი მაკრო-ეკონომიკური მაჩვენებლების განხილვას და მხატვრული ლიტერატურის ციტირებას.
** ნაშრომის საბოლოო ვერსია უნდა მოგვაწოდოთ ელ-ფოსტის მეშვეობით: info@ingb.ge 

იმისათვის, რომ დანიშნოთ საკონსულტაციო შეხვედრა "INGB"-ში, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე +995 322 997499 (სატელეფონო კონსულტაციების გაწევა არ მოხდება).
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | ნანახია: 1442 | დაამატა: zura22222 | ტეგები: ბიზნეს გეგმა, ბიზნეს იდეები, ნოვატორული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
3 zura22222  
0
სრული საკონსულტაციო მომსახურეობა მოიცავს ბიზნეს გეგმის ერთობლივ შედგენას. სადაც პასუხისმგებლობას ბიზნეს გეგმის სისრულეზე თავის თავზე იღებს კავშირი "მარნეულის ბიზნეს ცენტრი"
ბიზნეს გეგმის მომზადების საფასური სირთულის მიხედვით დადგინდება 50 ლარიდან 500 ლარამდე

ჩვენი საბანკო რეკვიზიტია
ა/ა GE40PC0153600100013253
ბანკის კოდი MIBGGE22

გადასახადის დანიშNულებაში ჩაიწერება "საკონსულტაციო მომსახურეობის ღირებულება"
"გამომგზავნი" კი თქვენი მონაცემები

2 zura22222  
0
სრული საკონსულტაციო მომსახურეობა ფასიანია. მომსახურეობის მიღება შესაძლებელია ონლაინ რეჟმშიც. წინასწარ დაგვიკავშირდით 599304035

1 zura22222  
0
კავშირი მარნეულის ბიზნეს ცენტრი მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია ბიზნეს გეგმების შედგენისას
შეკითხვები შეგიძლიათ დასვათ აქ კომენტარების სახით

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
დაგვიკავშირდით
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz