მარნეულის ბიზნეს ცენტრი
ხუთშაბათი, 09.05.2024, 16:11
მოგესალმები სტუმარი | RSS
 
მთავარი რეგისტრაციაშესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 61
მთავარი » 2011 » მაისი » 10 » "სმარტის" სავაჭრო ცენტრი მარნეულშიც გაიხსნება
00:08
"სმარტის" სავაჭრო ცენტრი მარნეულშიც გაიხსნება

http://smart.ge

"სმარტის" სავაჭრო ცენტრი მარნეულშიც გაიხსნება 

ვისოლ    ჯგუფი სუპერმარკეტი „სმარტის" ქსელის გაფართოებას განაგრძობს და უახლოეს მომავალში

მარნეულში ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს.  სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.

ქალაქის ცენტრში, 26  მაისის ქუჩაზე განთავსებული თანამედროვე სავაჭრო ცენტრი 2500  კვადრატულ

მეტრს მოიცავს.  მაღალტექნოლოგიურ სავაჭრო ცენტრში სუპერმარკეტი „სმარტის"  და სხვადასხვა

სავაჭრო ობიექტების გარდა მასშტაბური კინოთეატრიც განთავსდება,  რომელიც 2  კინოდარბაზს

მოიცავს.

ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო არჩევანი და ზომიერი ფასები სუპერმარკეტში, 

კომფორტული კაფე სრული მომსახურებით,  ინტერნეტ (WIFI)  ზონა,  აფთიაქი,  ბანკის ფილიალი, 

სხვადასხვა ტიპის მაღაზიები, ბავშვთა კუთხე – ეს «ყველაფერი ერთ ადგილას” მომხმარებელს სრულ

კომფორტს შეუქმნის.

აღნიშნული ობიექტის მშენებლობაში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

პროექტის მშენებლობაში ქართველებთან ერთად ვისოლ ჯგუფის უცხოელი კონსულტანტებიც იღებენ

მონაწილეობას. პროექტი თანამედროვე სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც

ითვალისწინებს. მოსახერხებელი პარკირების ზონა მომხმარებელს დაამტებით კომფორტს შეუქმნის. 

თანამედროვე სავაჭრო ცენტრში 100-მდე ადამიანი დასაქმდება. 

წლის ბოლომდე «სმარტის”  სუპერმარკეტები ვაზისუბანში,  კახეთის გზატკეცილზე და თბილისის

ცენტრშიც გაიხსნება.  ასევე მიმდინარეობს სუპერმარკეტების მშენებლობა ფოთში,  წყნეთში,  ბათუმში,  

ქუთაისში,  გორში,  ყვარელში,  სამტრედიასა და ზუგდიდშიც.  სუპერმარკეტების ქსელის სვადასხვა

ფორმატების იქნება.  მომავალი სამი წლის მანძილზე ვისოლ ჯგუფი «სმარტის”  სუპერმარკეტების

ქსელის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს და 3000-მდე ადამიანს დაასაქმებს. 

ვისოლ ჯგუფმა ახალი მიმართულების განვითარება 2010  წელს დაიწყო და „სმარტის"   პირველი

სუპერმარკეტი აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე ვისოლის ავტოგასამართ სადგურთან გახსნა.

კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | ნანახია: 1263 | დაამატა: zura22222 | ტეგები: ბიზნეს სიახლეები მარნეულში, მარნეული, ბიზნესი, სმარტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
დაგვიკავშირდით
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz