კომპანია „ჯიბე" „ქეშ ენდ ქერის" ქსელს აფართოვებს. უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი სავაჭრო ცენტრი მარნეულში გაიხსნება. მენეჯმენტის ცნობით, სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. „ჯიბემ" ქსელის გაფართოებამდე ბაზარი შეისწავლა და ახალი ობიექტის გახსნა მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა.
კომპანია მუშაობით კმაყოფილია და აცხადებენ, რომ მომხმარებელთა რაოდენობა რეგულარულად იზრდება. ახალი ფილიალის გახსნის შემდეგ „ჯიბე" შიდა ოპტიმიზაციაზე გადაერთვება. კომპანიას ორი ობიექტი უკვე აქვს ზუგდიდსა და ქუთაისში. ,,ჯიბე’’ ბაზარზე პირველი საბითუმო ვაჭრობის სავაჭრო ცენტრია, რომელიც „ქეშ ენდ ქერის" პრინციპით ახორციელებს საქმიანობას