მთავარი » 2011»ივნისი»5 » გრანტების კონკურსი ახალი NGO-ების გაძლიერებისთვის
13:23
გრანტების კონკურსი ახალი NGO-ების გაძლიერებისთვის
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საგრანტო კონკურსის ფარგლებში იღებს განაცხადებს საქართველოს რეგიონებში ახლად შექმნილი ტიპიური არასამთავრობო ორგანიზაციების გასაძლიერებლად. საგრანტო კონკურსის მიზანია გააძლიეროს ახლად დაარსებული არასამთავრებო ორგანიზაციების ორგანიზაციული ქმედითუნარიანობა და გაზარდოს მათი ეფექტური და მდგრადი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ადგილობრივ დონეზე.
საგრანტო კონკურსის პრიორიტეტია გააძლიეროს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ტიპიური არასამთავრებო ორგანიზაციების ინსტიტუციონალური შესაძლებლობები, იმისთვის, რომ მათ უკეთ შეძლონ ადგილობრივი თემების პრობლემების იდენტიფიცირება, განივითარონ პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები ამ პროცესში თემის წევრებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩართვით. კონკურსი ძირითადად განკუთვნილია ზემოთხსენებულ რეგიონებში ახლად ჩამოყალიბებული არასამთავრებო ორგანიზაციებისათვის.
კონკურსის სრული ტექსტი იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
განცხადებების შემოტანის ბოლო ვადა: 6:00 PM, 23 ივნისი, 2011 წელი.