მარნეულში (რუსთაველის ქ #65ა.) გაიხსნა ახალი ნათების რიგით 11 მაღაზია. რეგიონალური მასშტაბით ეს არის კომპანიის მეხუთე მაღაზია.ბოლო
პერიოდში ახალი ნათების მაღაზიებს ძალიან ხშირად სტუმრობდნენ მეზობელი
ქვეყნებიდან სასომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ამიტომ გადაწყდა,
რომ მარნეულში მაღაზიის გახსნა წარმატებული იქნებოდა ამ ქვეყნების
მოქალაქეების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
ახალი ნათების მარნეულის მაღაზია მოიცავს 200კვმ ფართობს და იქ
წარმოდგენილია ახალი ნათების ქსელში არსებული ყველა სახის პროდუქცია,
როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის, ლანდშაფტის, ურბანული და ინდუსტრიული
განათებები. გარდა ამისა მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება 2012 წლის ჭაღების
კოლექცია რომელიც სპეციალურად იქნა შეკვეთილი ახალი მაღაზიის
დასამშვენებლად.
ახალ მაღაზიაში დასაქმდა მხოლოდ ადგილობრივი კადრები.
ბრენდი ახალი ნათება მარნეულში 20%-იანი ფასდაკლებით შევიდა, რომელიც გაგრძელდება 15 მაისის ჩათვლით.