ყველამ ვიცით რომ ტენდერების ონლაინ რეჟიმში ჩატარებამ ახალი რეალობის წინაშე დააყენა ბევრი კომპანია, რომლთა გაყიდვების საკმაოდ დიდ წილს სწორედ სახელმწიფო შესყიდვების პროექტებში მონაწილეობიდან მიღებული შემოსავლები შეადგენდა. ერთ ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს მომსახურეობის ბაზარზე შეადგენს ორგანიზაციებისთვის აუცილებელი საოფისე მომსახურეობის სპექტრი, რომელშიც შეიძლება გავაერთიანოთ რამოდენიმე მიმართულება.: 1) საკანცელარიო საქონლით უზრუნველყოფა; 2) კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები; 3) კომპიუტერული(IT) მომსახურეობა; 4) კარტრიჯების შეძენის და დამუხტვის უზრუნველყოფა
ალბათ არ არსებობს ორგანიზაცია რომელიც არ საჭიროებს საკანცელარიო საქონელს, დარგების მიხედვით ყველაზე დიდი მომხმარებელი საკანცელარიო საქონლისა სავარაუდოთ ბანკებია, სადაც ყველაზე დიდი დოკუმენტბრუნვაა, ბანკების საკანცელარიო საქონლით უზრუნველყოფა ხდება ცენტრალიზებულად, შესაბამისად ფილიალებს ცალკცალკე არ გააჩნიათ საკანცელარიო საქონლის შესაძენად გამოყოფილი ბიუჯეტი, ბანკებს შემდეგ საკრედიტო ორგანიზაციები, სანოტარო ბიუროები(ამჟამად მხოლოდ 1 სანოტარო ბიუროა მარნეულში), საჯარო და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოები, მუნიციპალიტეტის გამგეობა, საავადმყოფოები, სკოლები და სხვა. ჩამოთვლილთაგან უმეტესობას აქვს საკუთარი ბიუჯეტი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე, და უმეტესობისთვის ხელსაყრელია თუკი საკანცელარიო საქონლის მიწოდება მოხდება ადგილზე მიტანით, თუმცა ბოლო დროს ტენდერებში იმარჯვებენ ის კომპანიები რომლებიც ყველაზე დაფბალ ფასს სთავაზობენ, ხარისხი და მიწოდების ვადები მეორე ადგილზე ინაცვლებს. ძირითადად ეს კომპანიები თბილისში არსებული კომპანიებია, რომლებსაც არ ყავთ წარმომადგენლობა მუნიციპალიტეტში, რაც შესაბამისად აფერხებს მათ დროულ და ხარისხიან მომსახურეობას, და ტენდერებში მათი გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ ფასის კრიტერიუმით მოხდა.
თავის მხრივ ცალკე აღებული კომპიუტერული ტექნიკის მარაზიათა ქსელები, ან იგივე საკანცელარიო საქონლის მაღაზიათა ქსელები, კარტრიჯების დამუხტვის მომსახურეობის ქსელები ვერ რისკავენ მარნეულში საკუთარი ფილიალების გახსნას, რადგან არ იცნობენ მარნეულის საბაზრო პოტენციალს, და ერიდებიან სარისკო დანახარჯების გაწევას.
თუმცა მეორეს მხრივ ახალი რეალობიდან გამომდინარე ტენდერებში მომგებიან პოზიციაზე ყოფნა უკარნახებს ამ სფეროებში დაკავებულ კომპანიებს რეგიონებში თავიანთი წარმომადგენლობების გაკეთებას.
საინვესტიციო წინადადება
ჩვენი გუნდი გთავაზობთ თქვენი თქვენი შესაძლებლობების გაზრდას მინიმალური დანახარჯებითა და მინიმალური რისკებით რა არის ამისთვის საჭირო? ამისთვის საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება, კომპანიების მიერ, რომლებიც დაკავებულნი არიან ერთ ერთი ზემოთ ჩამოთვლილი დარგებში. ჩვენთან ერთად ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია ერთიანი მომსახურეობის ცენტრის შექმნა, სადაც გაერთიანდება ყველა ის ოთხი პროდუქტი რასაც ჩვენ ვუწოდეთ საოფისე მომსახურეობა(აქ საოფისე ავეჯის სეგმენტიც შეიძლება იყოს წარმოდგენილი) შედეგად კომპანია რომელიც დაინტერესებულია საკუთარი წარმომადგენლობის გახსნით ქ. მარნეულში, წევს ხარჯების მეოთხედს ვიდრე იმ შემთხვევაში თუ კი იგივეს გაკეთება მოუწევდა მარტოს. – მოხდება ერთიანი საოფისე სავაჭრო ფართის დაქირავება – ერთიანი საკადრო უზრუნველყოფა – ერთიანი სარეკლამო დანახარჯები – ერთიანი მენეჯმენტი – და გაერთიანებული ძალისხმევა ტენდერებში მონაწილეობისას და კლიენტების მოსაზიდი ღონისძიებების დაგეგმვისას
$WIDGET$('45','187|2|0|1|1|ru|0|0|0|0|1|0|0|0|0|0|0|0|0|1|0|1')?>
|