მარნეულის ბიზნეს ცენტრი
ხუთშაბათი, 21.11.2024, 17:47
მოგესალმები სტუმარი | RSS
 
მთავარი რეგისტრაციაშესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 61
მთავარი » 2011 » ივნისი » 5 » საგრანტო კონკურსი თვითმმართველობის საკითხებზე
13:19
საგრანტო კონკურსი თვითმმართველობის საკითხებზე
საიტის პოპულარიზაციის მიზნით გთხოვთ გაუზიაროთ მეგობრებს
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
საგრანტო კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და საინიციატივო ჯგუფებისათვის: "თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესება"



ზოგადი ინფორმაცია:

2009 წლის 28 დეკემბერს "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონს დაემატა სპეციალური თავი "მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში" (X.1), რომელმაც მეტ-ნაკლებად განსაზღვრა მოქალაქეთა უფლებები მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში და გააკონტროლონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა. 

სამწუხაროდ, სხავადასხვა მიზეზით, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით თუ სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ჩართულობის არსებული მექანიზმები პრაქტიკაში ძალიან იშვიათად, ან საერთოდ არ გამოიყენება (მაგ. დადგენილების პროექტის პეტიციის წესით ინიცირება, ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა). ძალიან დაბალია თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმების შესახებ თავად ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნა და მოტივაცია მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში.
მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ორგანული კანონით, ასევე სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მონაწილეობის მექანიზმების და პროცედურების რეალურად ამოქმედება და დანერგვა, ადგილობრივ დონეზე შესაბამისი პრაქტიკისა და ცოდნის გაუმჯობესება, ამ მიმართულებით საზოგადოებრივ-წარმომადგენლობითი ჯგუფების გააქტიურება. 

კონკურსის მიზანი: თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის კანონით დადგენილი მექანიზმების ამოქმედება და მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტის წარმატებული პრეცედენტების შექმნა.

ფონდი დააფინანსებს რამოდენიმე ისეთ პროექტს, რომლებიც მიმართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობისათვის საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტაზე, რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის/პრობლემების მოგვარების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩართულობის ისეთი მექანიზმების გამოყენებაზე, როგორიცაა: საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციის წესით ინიცირება და/ან ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა; საზოგადოებრივი კომიტეტების შექმნა თუ საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზება; კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაწილეობის სხვა ქმედითი ფორმების დანერგვა. სასურველია, პროექტი მოიცავდეს ისეთ კომპონენტებსაც, რომლებიც გარკვეულწილად გააუმჯობესებენ მონაწილეობის ფორმების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნას, გაააქტიურებენ და საკითხის გადაწყვეტაში ჩართავენ საზოგადოებრივ-წარმომადგენლობით ჯგუფებს, აამაღლებენ მათ მოტივაციას მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოგვარებაში.

კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაცია/საინიციატივო ჯგუფი:

კონკურსში გამარჯვებული თითოეული ორგანიზაცია თუ საინიციატივო ჯგუფი გაივლის 1 დღიან სემინარს, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტული პროექტის ეფექტიანობის ამაღლებაზე. სემინარი მოიცავს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კონსულტაციებს და რეკომენდაციებს, ასევე მოკლე ტრენინგს "მონაწილეობის ხარისხის გაუმჯობესება".

განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენის პირობები და ვადები:

** განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს სამ ეგზემპლიარად.
** პროექტი შედგენილი უნდა იყოს ფონდის გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმის მიხედვით (ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ინტერნეტ მისამართზე:http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=53)
** გარდა გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა, პროექტს უნდა დაერთოს მოკლე ინფორმაცია იმ მუნიციპალიტეტის და იმ საკრებულოს შესახებ, სადაც პროექტის განხორციელება იგეგმება;
** განსახილველი საკონკურსო მასალა უნდა წარმოადგინოთ ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში, 2011 წლის 21 ივნისის 16:00 საათამდე. 21 ივნისის 16:00 საათის შემდეგ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები განხილვას არ დაექვემდებარება.

დასაფინანსებელი პროექტის მაქსიმალური საგრანტო თანხა: 18 000 აშშ დოლარი.

დასაფინანსებელი პროექტების სავარაუდო რაოდენობა: კონკურსის ფარგლებში სავარაუდოდ დაფინანსდება 6 საუკეთესო პროექტი.

პროექტის დაწყების სავარაუდო/რეკომენდირებული თარიღია 2011 წლის 1 სექტემბერი. მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება 2011 წლის 27 მაისს, ასევე 2, 9 და 16 ივნისს, 15:00 საათზე, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში, მისამართზე: თბილისი, ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10, ან ტელეფონით, ნებისმიერ სამუშაო დღეს, ნომერზე: 250463, შიდა 230.

საკონტაქტო პირი: ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის (ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულების) კოორდინატორი, თინიკო ბოლქვაძე
ელ. ფოსტა: tiniko@osgf.ge
საიტის პოპულარიზაციის მიზნით გთხოვთ გაუზიაროთ მეგობრებს
კატეგორია: მთავარი გვერდი | ნანახია: 1083 | დაამატა: zura22222 | ტეგები: საგრანტო კონკურსი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
დაგვიკავშირდით
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz