დაიდო ხელშეკრულება Ameco-ს გარემოს დაცვის სამსახურსა და კავშირ "მარნეულის ბიზნეს ცენტრი" –ს შორის საპილოტე პროექტის თაობაზე ბიზნეს–საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის შექმნის შესახებ
პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტის სომხეთთან მოსაზღვრე სოფლებში მცირე და საშუალო ბიზნესის ტექნიკური დახმარება ბიზნეს საკონსულტაციო–საინფორმაციო მომსახურეობის გაწევით
proeqti gaTvlilia im garemo ekonomikur da geografiul mocemulobaze rac amJamad arsebobs am teritoriul erTeuleebSi.... კითხვის გაგრძელება »
კავშირ "მარნეულის ბიზნეს ცენტრი" –სა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმართველ ორგანოს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემურანდუმი , რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ გვერდი www.marneuli.ge ადმინისტრირების მიზნით გადაეცა კავშრს. კავშრი თავის მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს საიტზე მუდმივად განახლებადი ინფორმაციის განთავსებაზე, რომელსაც მიაწოდებს თვითმართველი ორგანოს პასუხისმგებელი სამსახურები. გარდა ამისა კავშირი იწყებს პროექტის "ინვესტირება მარნეულის მუნიციპალიტეტში" რეალიზებას, რომლის ფარგლებშიც გამიზნული აქვს საინფორმაციო ბაზის შექმნა მუნიციპალიტეტში მოქმედიი არასამთავრობო ორგანიზაციების, მსხვილ მეწარმე სუბიექტებსა და ფერმერულ მეურნეობების შესახენ. ამ პროექტის ფარგლებშივე დაგეგმილია ყველა იმ ძირითადი ინფორმაციის მოგროვება და ერთ საინფორმაციო პაკეტად შეკვრა, რომელიც სავარაუდოდ საინტერესო იქნება უცხოური თუ ადგილობრივი ინვესტორისათვის. ყველა ეს ინფორმაცია აითვირთება მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე.