მარნეულში მაკარონის ქარხანა გაიხსნა. ქართული კომპანია თურქული და უკრაინული წარმოების მაკარონის პროდუქციის ჩანაცვლებას გეგმავს. კომპანია ,,პასტა პროდაქშენის" პირველი პროდუქცია უკვე გამოშვებულია და მსხვილი პარტიების სახით იყიდება.
ქართულ მაკარონს აქვს შესაძლებლობა ბაზარზე არსებულ თურქულ და უკრაინულ პროდუქციას სერიოზული კონკურენცია გაუწიოს და მათი ჩანაცვლება მოახდინოს. საწარმოში ევროპული ტექნოლოგიებია დამონტაჟებული და ამჟამად დაფასოებული სახით რამდენიმე სახეობის პროდუქციის გამოშვებაზე მუშაობენ.
საწარმოში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა არ ხმაურდება.