1
mixeil gulitashvili
(05.04.2012 19:04)
0
მოგესალმებით პატივცემულნო
განაცხადი თანამშრომლობის სურვილის შესახებ
მოგესალმებით პატივცემულო, მე გახლავართ მიხეილ ნოდარის ძე გულიტაშვილი. ვარ 29 წლის ვცხოვრობ საჩხერეში. ოცდასამი წლის ასაკში დავიწყე ერთ საინტერესო და ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზულ პროექტზე მუშაობა. Yყოველივე ამას მე 9 წელი მოვანდომე და ახლა, როცა ყველაფერი თითქმის გაანალიზებული მაქვს, მინდა ამ პროექტს ხორცი შევასხა. მოგეხსენებათ, რომ ყველა პროექტი საჭიროებს თანადგომას, ფინანსურ დახმარებას, რის დეფიციტსაც განვიცდი და ამიტომაც მივმართე ვებ სტუდია არტ მედიას, სადაც მომცეს რჩევა და განხორციელების გზები დამისახეს. მათ მოიწონეს ჩემი იდეა. საქმე შეეხება ერთ მეტად საინტერესო საქმიანობას ვებ სივრცეში და იგი გათვლილია აზარტული თამაშებისათვის. ასევე ამ პროექტში ჩადებულია ძალიან ბევრი სახის საინტერესო პროგრამა, სხვადასხვა საბანკო გადარიცხვების ოპერაციები. რაც მთავარია ყოველივე ეს გაკეთდება მსოფლიოს მაშტაბით, სადაც ყველას, ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ითამაშოს ჩემს მიერ შექმნილი სხვადასხვა სახის კომპიუტერული თამაშები, (ფსონზედაც) და გამოიყენონ საინტერესო პროგრამები. ჩემს გონებაში არის იდეათა მრავალფეროვნება, რომელსაც რეალიზება სჭირდება ვინაიდან მე თვითონ არ მაქვს პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესის სფეროში, ამიტომ მოგმართავთ თქვენ და დიდი იმედი მაქვს, რომ თანადგომას გამიწევთ. მე მწამს, რომ ჩემი იდეა სერიოზულ სიტყვას იტყვის იდეათა შორის, თუკი გამოიჩენთ კეთილ ნებას, გაითვალისწინებთ ჩემს ფინანსურ პრობლემებს, ამ პროექტის დაფინანსებით ამით უდიდეს საქმეს მისცემთ დასაბამს თქვენი ამ საქმეში პარტნიორობით....
რატომ იქნება თქვენი საქმიანობა წარმატებული, ვინაიდან, ჩემი იდეა ერთობ სერიოზულია, (ყოველშემთხვევაში ასე ფიქრობენ კომპეტენტური წარმომადგენლები), ჯერ-ჯერობით მისი აფიშირება არ მიმაჩნია მართებულად. მე შემიძლია ის პირად საუბარში წარვუდგინო დაინტერესებულ პირებს, მაგრამ ვიტყვი იმას რომ თუკი ფაცებოოკ, ოდნოკლასსნიკი, სკყპე_მა მოიცვა მსოფლიო, მათთან შედარებით ჩემი წარმოდგენილი პროგრამა უკეთესი თუარა, არანაკლები იქნება მოხმარების მაშტაბით....
|